პოეზია

მარეკები შლიდნენ ბანაკს,
ქარი ჩამიჩუმით ქროდა,
ვიწექ რომელიღაც ბალახს
უცბად - ქალის სუნი ჰქონდა.

თითქოს ურო დამკრეს თავში,
თითქოს პაპაჩემი ცხონდა - 
ათას სურნელოვან შვავში
ბალახს ქალის სუნი ჰქონდა.

სუნი ჰქონდა არა დალის,
ლალის, - ცისფრის ანუ თეთრის, - 
სუნი - საზოგადოდ ქალის, 
სუნი -  საზოგადოდ მდედრის…

ღმერთო! ღმერთო! მე სულ ველი
სიკვდილს - შენ მაცოცხლო ვინძლო, 
სანამ ვიცნო ეს სურნელი, 
სანამ ეგ სურნელი ვიგრძნო!

No comments:

Post a Comment